Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ანიელი:“ სუარესის გამოცდის შესახებ არც კი ვიცოდი“

სუარესის იტალიის მოქალაქეობის მისაღებად საჭირო გამოცდის შესახებ დაწყებული გამოძიება გრძელდება.

სუარესმა პერუჯას უნივერსიტეტში გამოცდა ზაფხულში ჩააბარა და ევროპული პასპორტის აღების შემდეგ იუვენტუსის ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ პროკურატურის აზრით სუარესმა გამოცდის პასუხები წინასწარ იცოდა და იუვენტუსის დირექტორი ფაბიო პარატიჩი გამოძიების ქვეშ არის.

პროკურორმა გამოძიების დროს იუვენტუსის პრეზიდენტი ანდრეა ანიელიც გამოკითხა, რომელიც Repubblica-მ გაახმაურა.

„ამ ტრანსფერს მთლიანად ფაბიო პარატიჩი განაგებდა. ჩვენ მაშინ ედინ ჯეკოს ტრანსფერზე ვმუშაობდით, როდესაც პაველ ნედვედმა მითხრა, რომ სუარესს იუვენტუსში გადმოსვლა სურდა.

„ჩვენ ჯეკოს გარდა მილიკს, კავანის და მორატას ვესაუბრებოდით და საბოლოოდ უკანასკნელი მათგანი გავიფორმეთ კიდეც. სექტემბრის დასაწყისში მაცნობეს, რომ სუარესს ევროპული პასპორტი არ ჰქინდა და მისი ტრანსფერი ამის გამო რთულდებოდა.

„მე კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართული არ ვარ, ეს მთლიანად სპორტულ განყოფილებას აბარია.

„გამოცდის შესახებ არც კი ვიცოდი და გაზეთებიდან შევიტყვე. მახსოვს, რომ როდესაც ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა, მე სუარესს დავურეკე და მას თანამშრომლობის სურვილის გამოჩენის გამო მადლობაც გადავუხადე.“