Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ანჟელო დი ლივიო:“ იუვენტუსი ფავორიტია, თუმცა ინტერი ადვილად არაფერს დათმობს“

იუვენტუსის ყოფილი ნახევარმცველის, ანჟელო დი ლივიოს აზრით, ბიანკონერი სკუდეტოს მოპოვების მთავარ ფავორიტად რჩება, თუმცა ნერაძური ტიტულისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

„იუვენტუსი ყველა ფრონტზე ტიტულისთვის იბრძოლებს. შემადგენლობის სიღრმე ანდრეა პირლოს ამის შესაძლებლობას აძლევს და მომდევნო თვეებში მაესტროს თითოეული მათგანის დახმარება დასჭირდება.

„იმედი მაქვს, რომ ბერნარდესკი მოუმატებს და იმ თამაშს აჩვენებს, რასაც მისგან ყველა მოელის. ის ძალიან დიდი  ტალანტია და მოედანზე სხვაობის შექმნა შეუძლია. ფედერიკოს შეუძლია, რომ იუვესთვის და იტალიის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს.

„ჩემი აზრით, იუვენტუსი სკუდეტოს მოპოვების მთავარ ფავორიტად რჩება, თუმცა წინ ძალიან რთული სეზონი ელოდება. ატალანტა, რომელიც სეზონიდან სეზონამდე გვაოცებს და ინტერი, რომელსაც სრულყოფილი შემადგენლობა ჰყავს, ადვილად არაფერს დათმობენ. არც ნაპოლის დავიწყება შეიძლება, რომლისგანაც პირადად მე წარმატებულ სეზონს ველოდები.“