Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ანტონელო:“ სან სიროს განახლება შეუძლებელია“

მილანის პრეზიდენტის პაოლო სკარონის შემდეგ (იხილეთ აქ), სტადიონის შესახებ კომენტარი ინტერის გენერალურმა დირექტორმა ალესანდრო ანტონელომაც გააკეთა.

„ადამიანებს, რომლებიც სან სიროს შენარჩუნებას და მის განახლებას ითხოვენ უნდა ესმოდეთ, რომ ეს საკითხი ჩვენც განვიხილეთ, თუმცა სტადიონს იმდენად დიდი ცვლილებები სჭირდება, რომ ის ახლანდელ სახეს მაინც დაკარგავდა.

„ახალი სტადიონი გუნდებისთვის ერთადერთი გამოსავალია, რომ მილანმა და ინტერმა უმაღლეს დონეზე დაბრუნება და ევროპის სხვა გრანდებთან ჭიდილი მოახერხონ.

„ახალი სტადიონი ნიშნავს ახალ იდეებს, ახალ ჰორიზონტებს, 50,000 კვადრატულ მეტრ გამწვანებულ სივრცეს.

„სან სირომ, როგორი ლეგენდარულიცა რ უნდა იყოს ის, თავისი დრო უკვე მოჭამა. ახალი სტადიონი საშუალებას მოგვცემს, რომ დამატებითი შემოსავალი არა ბილეთების გაძვირებით, არამედ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებული უამრავი გასართობი სერვისით მოვახერხოთ.“