Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ანტონიო დონარუმა:“ ჯიჯოს მილანი ყოველთვის ეყვარება, მაგრამ ის პსჟ-ში ბედნიერია“

ჯიჯო დონარუმას ძმამ ანტონიო დონარუმამ თავის ძმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიელი კიპერი პსჟ-ში ბედნიერია.

„ჯიჯო პსჟ-ში ყოდნით ძალიან ბედნიერია. ის ენთუზიაზმით არის აღსავსე. მართალია ჯერჯერობით მას მოედანზე ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა, მაგრამ ის გუნდში ახალი მისულია და ეს მხოლოდ დროის საკითხია. კეილორ ნავასი შესანიშნავი კიპერია, რომელსაც ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს და ჯიჯო მისგან ბევრ რამეს ისწავლის.

„მუქარის ბანერები ? მას ეს არ ადარდებს. ჩემი ძმა მილანის მიმართ სიყვარულს ყოველთვის ღიად გამოხატავდა და მაისურს ყოველთვის პატივს სცემდა. ის მოედანზე 100 პროცენტით იხარჯებოდა და საპირისპიროს თქმა არავის შეუძლია.

„მას ახალი გამოცდილება და თავგადასავალი მოუნდა, რაც მისი ასაკის ფეხბურთელისთვის გასაკვირი სულაც არ არის. ჯიჯო მილანის ქომაგი ცხოვრების ბოლომდე იქნება, მაგრამ ეს მისი არჩევანია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ.“