Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ანტონიო კონტეს ასაკოვანი და გამოცდილი ფეხბურთელები სურს

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით,ანტონიო კონტემ ინტერის ხელმძღვანელობას ამცნო,რომ მარ ტიტულებისთვის საბრძოლველად უფრო გამოცდილი და გამარჯვებას მიჩვეული ფეხბურთელები სჭირდება.

ინტერს შემადგენლობის სიმწირის მხრივ პრობლემა ნამდვილად არ აქვს,თუმცა მხოლოდ რამდენიმე მათგანს აქვს ტიტულების მოგების გამოცდილება კარიერის მანძილზე.

კონტეს ბარსელონას არტურო ვიდალი უნდა,რომელთან ერთადაც იუვენტუსში მუშაობდა,თუმცა ინტერის ხელმძღვანელობამ უკვე თქვა,რომ ჩილელს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყიდიან,თუ გუნდს რაჯა ნაინგოლანი დატოვებს,რაც ნაკლებად სავარაუდოა,რადგან ბელგიელ ფეხბურთელში ინტერის მოთხოვნილ 20 მილიონს არავინ გადაიხდის.

გამოცემის თქმით,ანტონიო კონტე და ბეპე მაროტა სატრანსფერო ფანჯარას ყოველდღე განიხილავენ და ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმავენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.