Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ანტონიო კონტეს გაუგებარი გადაწყვეტილება…

გუშინ ანტონიო კონტეს ინტერი სამპდორიას ეწვია და ყველასთვის მოულოდნელად 8-მატჩიანი მოგებების სერია წაგებით დაასრულა.

ნერაძურიმ მე-12 წუთზე 11-მეტრიანი გამოიმუშავა და გოლი რომ გაეტანათ ალბათ თამაშის მსვლელობა სხვაგვარად წავიდოდა, თუმცა ალექსის სანჩესმა პენალტი გააცუდა, რასაც ინტერის კარში გატანილი 2 გოლი მოჰყვა…

გასაკვირი კი ის გახლავთ, რომ ანტონიო კონტემ პენალტის დარტყმა სანჩესს დაავალა და არა მაგალითად ლაუტარო მარტინესს, რადგან ჩილელ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში შესრულებული 2/3 პენალტებისა გაცუდებული აქვს.

კონკრეტულად სანჩესმა გუნდებში და ნაკრებში 12 პენალტი დაარტყა, რომელთაგან 8 გააცუდა…