Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ანტონიო კონტეს კატასტროფული სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე

ჯერ კიდევ იუვენტუსში მუშაობის პერიოდიდან მოყოლებული, ანტონიო კონტეს ჩემპიონთა ლიგაზე ცუდი თამაშის გამო აკრიტიკებდნენ და როგორც სტატისტიკა ამტკიცებს, ეს კრიტიკა არც თუ ისე უსაფუძვლო გახლავთ.

ინტერი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ზედიზედ მეორედ ჩარჩა, თუმცა წელს ნერაძურიმ ვერც მე-3 ადგილი მოიპოვა და ევროპულ ტურნირებს საერთოდ გამოეთიშა.

ანტონიო კონტემ ჩელსიში გატარებული პერიოდის ჩათვლით ბოლო 15 მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 3 გამარჯვებას მიაღწია.

პირველი 2019 წელს, დორტმუნდის წინააღმდეგ 2 – 0 გახლავთ, მეორე ასევე 2019 წელს, პრაღას წინააღმდეგ 3 – 1 და გლადბახის წინააღმდეგ 2020 წლის დეკემბერში, 3 – 2.

საერთო ჯამში ანტონიო კონტეს 15 მატჩში 3 მოგება, 6 ფრე და 6 მარცხი აქვს.

თუ იუვენტუსში გატარებულ პერიოდსაც ჩავთვლით, კონტეს გუნდებმა ჩემპიონთა ლიგაზე 34-ჯერ ითამაშეს, 12-ჯერ გაიმარჯვეს, 11 ფრედ დაასრულეს და 11-ჯერ დამარცხდნენ.

ყველაზე შორს ანტონიო ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსში მუშაობის დროს, 2012-13 წლების სეზონში გავიდა. მაშინ ტურინელებმა მეოთხედფინალს მიაღწიეს და ბაიერნთან ორი მატჩის ჯამში 4 – 0 დამარცხდნენ.