Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ანტონიო კონტე შესაძლოა დაისაჯოს

გუშინ იუვენტუსი – ინტერის მატჩის დროს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა Derby d’Italia-სთვის ჩვეული დაძაბულობა იგრძნობოდა და მატჩს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია.

სიტყვიერი შეურაწყოფების გარდა, კამერამ დააფიქსირა ანტონიო კონტე, რომელმაც იუვენტუსის სათადარიგოთა სკამს შუა თითი უჩვენა. დიდი ალბათობით ამ ფაქტს დისციპლინარული კომისია განიხილავს და არ არის გამორიცხული, რომ კონტე, რომელმაც სულ ახლახანს მსაჯის დაუმორჩილებლობის გამო 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა, კიდევ ერთხელ დაისაჯოს…