Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ანჩელოტის რეალში ლოკატელის ხილვა სურს

კარლო ანჩელოტის მადრიდის რეალში დაბრუნების შემდეგ, იუვენტუსის ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნეს მანუელ ლოკატელის მსურველები კიდევ უფრო მოუმრავლდნენ.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, იუვენტუსის, ჩელსის, მანჩესტერ სიტის და პსჟ-ს შემდეგ, ახალგაზრდა იტალიელი ტალანტის დამატების სურვილი ბლანკოსმაც გამოთქვა და ბიანკონერის მის გასაფორმებლად სერიოზული კონკურენციის გადალახვა მოუწევს.

იტალიური მედიის ცნობით, ლოკატელის პრიორიტეტი იტალიაში დარჩენაა, თუმცა იუვენტუსმა აუქციონის თავიდან ასაცილებლად ლოკატელი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა გაიფორმოს…

გათიშვა