Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ანჩელოტის რეალში ფაბიან რუისის ხილვა სურს

კარლო ანჩელოტის მადრიდის რეალში დაბრუნება უკვე ფაქტობრივად გადაწყვეტილია და მედიაში უკვე მისი სატრანსფერო სამიზნეების შესახებაც დაიწყეს საუბარი.

Calciomercato-ს ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ნაპოლის ნახევარმცველის ფაბიან რუისის ტრანსფერი გახლავთ, რომელთან ერთადაც ‘პაპა კარლო’ ნაპოლიში მუშაობდა.

რუისს რეალს და ბარსელონას უკვე დიდი ხანია უკავშირებენ და როგორც ჩანს, ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც პარტენოპეიმ 2018 წელს ბეტისიდან, 30 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა, სამშობლოში დაბრუნდება.