Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ანჩელოტი:“ ზელინსკი სრულყოფილი ნახევარმცველია“

ნაპოლის ყოფილი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თქმით, პიოტრ ზელინსკი სრულყოფილი ნახევარმცველია, მაგრამ მისი უდიდესი პრობლემა სტაბილურობის ნაკლებობაა.

„ზელინსკი სრულყოფილი ნახევარმცველია, მან ჩემი ნაპოლიში ყოფნის დროს ყველა პოზიციაზე ითამაშა.

„თუმცა, მისი ყველაზე დიდი პრობლემა სტაბილურობაა. მას შესანიშნავი მახასიათებლები აქვს და ბურთთან ერთად თავს კომფორტულად გრძნობს. ის რომ უფრო სტაბილური გახდეს, თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.“