Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ანჩელოტი:“ იბრა და რონალდუ უკვდავები არიან“

ლეგენდარულმა კარლო ანჩელოტიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მილანი ძალიან კარგ შედეგს აჩვენებს, თუმცა ჩემი აზრით მათ იუვენტუსის და ინტერის დონემდე ჯერ კიდევ რაღაც აკლიათ. მაგრამ იმასაც ნუ დაივიწყებთ, რომ ახლა მთელს ევროპაში ძალიან უცნაური სეზონია და საკმაოდ მოულოდნელი შედეგებიც ფიქსირდება.

„ზოგიერთ ჩემპიონატს ისეთი გუნდი ლიდერობს, რომელსაც სტარტზე ვერც კი წარმოვიდგენდით, ამიტომ გამორიცხული არაფერია.“

კარლომ ნაპოლიში გატარებული პერიოდიც გაიხსენა.

„ნაპოლიში შესანიშნავი ხალხი მუშაობს, ჩვენ იქ ისე ვიყავით, როგორც ერთი ოჯახი. ნეაპოლი ძალიან ლამაზი ქალაქია. სამხრეთში იმ მომენტამდე ამდენი დრო არ მქონდა გატარებული და ბედნიერი ვარ, რომ იქ ყოფნა მომიწია.

„გატუზოს რაც შეეხება, ყველამ ვიცით, რომ მას ძლიერი ხასიათი აქვს, ამის გარდა საჭირო გამოცდილებაც დაუგროვდა და ვფიქრობ, რომ ის წარმატებებს მიაღწევს.

„პირლო ? მას ჩემი რჩევები არ სჭირდება, თუმცა ერთს მაინც მივცემ: თუ მას იუვეში წარუმატებლობა ელოდება, მან ეს თავისი იდეებით უნდა გააკეთოს და არა სხვების.

„ზლატანი და რონალდუ ? როდესაც იბრა ამერიკაში წავიდა, მეგონა, რომ ეს მისი ბოლო გასეირნება იყო, მაგრამ მან თითქმის ყველა შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა. ახლა ის იტალიაში დაბრუნდა და კვლავ მეგონა, რომ ის გასული სეზონის ბოლოს დაასრულებდა, თუმცა ის მას კვლავ ყველა თამაშში გოლი გააქვს. ჰკითხეთ მას, მინდოდა თუ არა ის ნაპოლიში…

„ის უკვდავია, როგორც კრიშტიანუ რონალდუ. თამაშის გაგრძელება მარტივია, მაგრამ ისინი უბრალოდ კი არ თამაშობენ, მათ ყოველთვის გოლი გააქვთ, რაც მარტივი არ არის, მითუმეტეს იტალიაში.“