Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ანჩელოტი:“ ინტერის გულშემატკივარი ვიყავი“

კარლო ანჩელოტიმ დერბიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მალდინი და პიოლი შესანიშნავად მუშაობენ.

„მილანიკარგ ფორმაშია. ბოლო 6 თვეში პიოლიმ და მალდინიმ ძალიან კარგად იმუშავეს. არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ მალდინი შესანიშნავი დირექტორი იქნებოდა. როდესაც კარგი ადამიანი ხარ, ყველაფერში წარმატებას მიაღწევ. გამოცდილება ძალიან მნიშნველოვანია, თუმცა მას ფრონტის წინა ხაზზე ყოფნისას იღებ.

„ინტერი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ძალიან გაძლიერდა და მათ იუვენტუსის ჰეგემონიის დამხობა შეუძლიათ. ჩემი აზრით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე საინტერესო და დაძაბული სეზონი გველის.

„კონტე გამორჩეული პროფესიონალია. ჩვენ ხშირად ტელეფონზე ვსაუბრობთ, მას სურს, რომ თავისი ფეხბურთის კულტურა უფრო განავითაროს. სწორედ ასეთ ხალხს მიჰყავს გუნდები ტიტულებამდე.

„პიოლი დასაფასებელი პიროვნებაა, როგორც მწვრთნელი, ასევე როგორც ადამიანი. მისი მიღწევები ყველაფერზე მეტყველებს, მან თითოეულ, სადაც იმუშავა, გუნდში წარმატებებს მიაღწია.

„იბრა კი უბრალოდ იბრაა. როდესაც შენ მისნაირ ფეხბურთელს პოულობ, ჩათვალე ჯეკპოტი მოიგე. მოტივაცია და სიამაყე მისი ყოველთვის მისი სიძლიერის წყარო იყო, ის უდიდესი პროფესიონალია.

„ლუკაკუ ? ევერტონში მან ძალიან კარგი სახელი დატოვა. ყველა, ვინც მას იცნობდა, ლუკაკუზე ძალიან კარგად საუბრობს. მე მას პირადად არ ვიცნობ, თუმცა ეტყობა, რომ ძლიერი ხასიათის მქონე პიროვნებაა. ის თანამედროვე სტილის შემტევია, ბევრს იტანს და გუნდისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს.

„ბავშვობაში ინტერის გულშემატკივარი ვიყავი, რადგან მაშინ ნერაძურის ჰელენიო ჰერერა ედგა სათავეში და შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა მილანმა ჩემი ცხოვრება შეცვალა, პირველად როგორც ფეხბურთელის, შემდეგ კი როგორც მწვრთნელის რანგში.“