Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ანჩელოტი:“ ინტერი საგრძნობლად განვითარდა, წინ კარგი მატჩი გველოდება“

მადრიდის რეალის თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ინტერთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„სიმონე ინძაგი ინტერში შესანიშნავად მუშაობს. აშკარაა, რომ მას ფეხბურთელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, რაც ინტერს უფრო ერთიან და ძლიერ გუნდს ხდის.

„ვფიქრობ, რომ ჩვენეს შორის პირველ მატჩთან შედარებით, როგორც ინტერი, ასევე რეალი ძალიან განვითარდა.

„წინ ძალიან კარგი, სახალისო მატჩი გველოდება, რადგან ჯგუფიდან გასვლა ორივე გუნდს განაღდებული აქვს და ჩვენ მოედანზე ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გავალთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე თითოეულ გამარჯვებას მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანიც გამარჯვება იქნება.“