Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ანჩელოტი:“ ინტერი სკუდეტოს მოპოვების მთავარი ფავორიტია“

ლეგენდარული კარლო ანჩელოტის აზრით, ინტერი სერია ა-ს მოგების გამოკვეთილი ფავორიტია.

„ჩემი აზრით, ინტერის შემადგენლობის სიძლიერის და ანტონიო კონტეს ფაქტორის გათვალისწინებით, სკუდეტოს მოგების უპირველესი ფავორიტი ინტერია.

„მილანი ძალიან კარგ ფორმაშია და სტეფანო პიოლის მკაფიო და შესანიშნავი ხედვა აქვს, თუმცა ჩემი აზრით როსონერის შემადგენლობის სიღრმე საშუალებას არ მისცემს, რომ ბოლომდე იბრძოლოს.

„იუვენტუსს რაც შეეხება, ცხადია, რომ მათ დიდებული შემადგენლობა ჰყავთ, თუმცა  ანდრეა პირლო ჯერჯერობით ახალბედა მწვრთნელია და მას დრო სჭირდება.“