Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ანჩელოტი:“ ინტერს დიდებული შემადგენლობა ჰყავს“

მადრიდის რეალის თავკაცის კარლო ანჩელოტის აზრით, ჩემპიონთა ლიგაზე მათ ინტერთან ძალიან რთული მატჩი ელოდებათ.

მადრიდის რეალი ინტერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში უმასპინძლებს და გამარჯვებული ჯგუფის პირველ ადგილს დაიკავებს.

„ინტერი სეზონის სტარტიდან მოყოლებული ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს და რაც დრო გადის, ისინი ახალი მწვრთნელის იდეებს უფრო კარგად უგებენ.

„ნერაძურის შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს და ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მათ წინააღმდეგ ძალიან რთული დაპირისპირება გველოდება.“