Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ანჩელოტი:“ იტალიის ნაკრების გაწვრთნა მომავალში ?…“

მადრიდის რეალის იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ ESPN-თან ინტერვიუში აძურის გაწვრთნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„იტალიის ნაკრები ? არ ვიცი, მე ყოველდღიური საქმიანობა მომწონს, ნაკრებში კი მწვრთნელებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ. რა თქმა უნდა, მატჩების დღეებში ყველაფერი კარგად არის, თუმცა შუალედები ზედმეტად დიდია.

„რა თქმა უნდა, თუ ამ პოზიციას შემომთავაზებენ დავფიქრდები, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მას დავთანხმდები.“

რობერტო მანჩინის კონტრაქტი ნაკრებთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ ჯერჯერობით აძურის ახალი მწვრთნელის პოვნის აუცილებლობა არ აქვს.