Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ანჩელოტი:“ კინს ევერტონში დიდი მომავალი აქვს“

მოიზე კინის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაცია არ წყდება და ამ თემაზე კომენტარის გაკეთება კარლო ანჩელოტის მოუწია.

„გუნდმა კინში დიდი ინვესტიცია განახორციელა და დარწმუნებული ვარ, რომ მას ევერტონში ნათელი მომავალი აქვს. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ერთი წარუმატებელი სეზონი მის ტალანტს ხაზს ვერ გადაუსვამს.

„ამ კვირაში ის თავს კარგად არ გრძნობდა და არ უვარჯიშია, ამიტომ ხვალ განაცხადში არ იქნება, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს.

„თითოეული ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ ის ძალიან მალე თავის შესაძლებლობებს გამოავლენს და გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდება.“