Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ანჩელოტი ლოზანოს რეალში ეპატიჟება

მადრიდის რეალის თავკაცი კარლო ანჩელოტი ნაპოლის შემტევს ირვინგ ლოზანოს რეალში ტრანსფერს ითხოვს.

ანჩელოტი ბლანკოსის მწვრთნელის პოზიციაზე ახლახანს დაბრუნდა, თუმცა ის გუნდთან ერთად სასურველ ტრანსფერებზე უკვე მუშაობს და Tuttosport-ის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ლოზანო იქნება.

ნაპოლიმ ლოზანო 2019 წლის აგვისტოში პსვ-დან 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ, სწორედ ანჩელოტის მოთხოვნით გაიფორმა და წყაროს ინფორმაციით, კლაუდიო ლოტიტო მზად არის 25 წლის მექსიკელი 55-60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს.