Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ანჩელოტი:“ მილანმა დონარუმას შესანიშნავი შემცვლელი იპოვნა“

მადრიდის რეალის თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ მილანს მაიკ მენიოს ტრანსფერი მოუწონა.

„მას შემდეგ, რაც მილანმა მაიკის ტრანსფერი გააოფიციალურა, მე მალდინის ვესაუბრე და მას კარგი არჩევანის გაკეთება მივულოცე.

„მე მენიოს ჯერ კიდევ პსჟ-ში მუშაობის პერიოდიდან ვიცნობ, ის მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო, თუმცა ტალანტი მაშინვე ეტყობოდა და მას ძირითად გუნდთან ვარჯიშის საშუალებას ხშირად ვაძლევდი ხოლმე.

„ის ძალიან წყნარი ფიგურაა, რომელსაც ლიდერის თვისებები გააჩნია და გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.“

ანჩელოტიმ იტალიის ნაკრებზეც ისაუბრა.

„აძურისგან ასეთ თამაშს არავინ ელოდა და შეიძლება ითქვას, რომ იტალიის ნაკრები ტურინირს აღმოჩენა გახდა, რადგან ისინი შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, პარალელურად კი დაცვაში ჩვეული ორგანიზებით გამოირჩევიან. მანჩინიმ ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების იდეალური ბალანსი შექმნა.

„შედეგების გარდა, იტალიის ნაკრები გუნდურობით და ერთიანობით გამოირჩევა, რაც ასევე მანჩინის იდეების და მიდგომის დამსახურებაა.“