Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ანჩელოტი:“ პრემიერ ლიგა სერია ა-ზე უკეთესია“

კარლო ანჩელოტიმ სერია ა-ს და პრემიერ ლიგას შორის სხვაობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ ევერტონი იუვენტუსის კარის დარაჯის ვოიცეხ შესნის ტრანსფერით არ ინტერესდება.

„პრემიერ ლიგა ბევრად უფრო კონკურენტულია, რასაც ბევრი რამ განაპირობებს. იტალიაში ტაქტიკას ზედმეტად დიდი ყურადღება ეთმობა, რაც თამაშის სანახაობას და ინტენსიურობას აგდებს. პერმიერ ლიგაში საუკეთესო ფეხბურთელები და საუკეთესო მწვრთნელები მუშაობენ.

„ხარისხი განსხვავებას ქმნის, ხარისხს კი ფული სჭირდება. პანდემიის გამო ტოპ გუნდებმა სერიოზული ზარალი ნახეს, მაგრამ ამის მიუხედავად მანჩესტერ სიტიმ რუბენ დიასის, ფერან ტორესის და აკეს გაფორმება მაინც მოახერხა, ჩელსიმ 200 მილიონზე მეტი ვერნერის, ჰავერცის, ჩიველის და ზიეიჩის ტრანსფერს დაახარჯა, რეალმა და ბარსელონამ კი ფეხბურთელი საერთოდ ვერ გაიფორმეს.

„სუპერ ლიგა ? ცუდი იმაში არაფერია, რომ ფეხბურთი ბიზნესის კონტექსტში მოვიხსენიოთ, მაგრამ ის დაუშვებელია, რომ ბიზნესმა სპორტული პაექრობა მოკლას.“

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ UEFA ბარსელონას, იუვენტუსის, რეალის და მილანის ტურნირებიდან მოკვეთას აპირებს, რადგან ამ ოთხეულს სუპერ ლიგა ჯერ ოფიციალურად არ დაუტოვებიათ.

„არ ვფიქრობ, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ. ბანი როგორც ფეხბურთისთვის, ასევე ქომაგებისთვის ძალიან ცუდი იქნება, გულშემატკივრებმა რამდენიმე ადამიანის გამო პასუხი არ უნდა აგონ, ეს სამართლიანი არ არის.“

ევეტონს იუვენტუსის კარის დარაჯი ვოიცეხ შესნი დაუაკვშირეს.

„მე მეკარე უკვე მყავს და ეს ჯორდან პიკფორდია, ახლა მხოლოდ ვესტ ჰემთან მატჩზე ვფიქრობ, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მოურინიო რომაში ? მე ამას ნამდვილად არ ველოდი და ვფიქრობ, რომ ამ სიახლემ ყველა გააკვირვა. მოუ გუნდში ენთუზიაზმს, ცოდნას და ძლიერ ხასიათს მიიტანს, ის დიდებული მწვრთნელია და იმედი მაქვს, რომ ის ჩემს რომას საკადრის დონეზე დააბრუნებს.“

რატომ დაითხოვეს მოურინიო ტოტენჰემიდან და მანჩესტერიდან ?

„ყველაფერი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რას მოელის გუნდი შენგან. ტოტენჰემს ოთხეულში შესვლა სურდა და პოჩეტინოც სწორედ ამ მიზეზით გაუშვეს მოუს მანჩესტერში ცუად არ უმუშავია, მან ევროპა ლიგა მოიგო და ჩემპიონთა ლიგის საგზური მარტივად მოიპოვა.“

გათიშვა