Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არგენტინა და იტალია მარადონას სტადიონზე ითამაშებენ

რამდენიმე გავლენიანი გამოცემა ირწმუნება, რომ ევროპის ჩემპიონი იტალია ამხანაგურ მატჩს კოპა ამერიკას გამარჯვებულ არგენტინასთან გამართავს და შეხვედრა ნეაპოლში, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

New York Times-ს ჟურნალისტის ტარიქ პანჯას მტკიცებით, მხარეები მოლაპარაკებების დასკვნით სტადიაზე იმყოფებიან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩაინიშნება შეხვედრა ჩემპიონებს შორის.

ბოლოს არგენტინამ ნეაპოლში 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა, როდესაც მარადონა გუნდის კაპიტანი იყო. მისი სიკვდილის შემდეგ ამ სტადიონს სწორედ მარადონას სახელი დაერქვა.