Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არგენტინის მწვრთნელი:“ დიბალას გამო ძალიან ვწუხვარ“

პაულო დიბალას იუვენტუსში ტრავმების და სხვა მიზეზების გამო არც თუ ისე წარმატებული სეზონი ჰქონდა, რის გამოც მან ნაკრებში ადგილი დაკარგა.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არგენტინის ნაკრების თავკაცმა ლიონელ სკალონიმ გააკეთა.

„როგორც არგენტინელი, მე იტალიის ჩემპიონატი ძალიან მიყვარს. სერია ა-ში ყოველთვის ძალიან ბევრი გამორჩეული არგენტინელი ასპარეზობდა, რომლებიც შესანიშნავ დონეზე თამაშობდნენ

„დიბალას სიტუაციის გამო ჩემზე მეტად დამწუხრებული არავინ არ არის. პაულო არის ფეხბურთელი, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ და მისი ტალანტის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც ახლა არიან ფორმაში. მას რთული სეზონი ჰქონდა და ტრავმებმა სტაბილურად თამაშის საშუალება არ მისცეს. ის ნაკრებს ძალიან მალე დაუბრუნდება.“

გათიშვა