Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არიგო საკიმ მილანში ორი გამორჩეული ფეხბურთელი დაასახელა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა არიგო საკიმ მილანის სალერნიტანასთან გამარჯვება შეაფასა და გუნდის ორი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

„მილანსა და სალერნიტანას შორის კლასში სხვაობა აშკარა იყო. როსონერის მომატების ძალიან დიდი რესურსი ეტყობოდა, თუმცა მათ ლივერპულისთვის ძალები შემოინახეს.

„არ შეიძლება არ აღინიშნოს ფრანკ კესისა და რაფაელ ლეაოს თამაში. ისინი უბრალოდ შეუდარებლები იყვნენ. ასევე ფლორენცი, რომელიც ვითარდება, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მცველებმა უფრო სწრაფად უნდა იმოქომედონ და როდესაც ბურთი მილანს აქვს, უფრო მაღლა უნდა აიწიონ, რომ პოზიციებს შორის მანძილი შემცირდეს.“