Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არივაბენე:“ დიბალას კონტრაქტი ? მე იუვეს თითოეული ფეხბურთელისგან მეტს ველოდები“

იუვენტუსის დირექტორმა მაურიციო არივაბენემ ინტერთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება, სამწუხაროდ ჩვენ დისკვალიფიკაციის და ტრავმების გამო ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლია გუნდის წინააღმდეგ, რომელიც შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და სერია ა-ს ლიდერობს, თუმცა ერთ-მატჩიან დუელში ყველაფერი მოსალოდნელია.

„სატრანსფერო ფანჯარა ? ჩვენ გუნდში ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი გვყავს, როგორებიცაა მორატა, კაიო, დიბალა, კენი, კულუშევსკი, ამიტომ ახლა ჩვენი მიზანია, რომ იმ ფეხბურთელების პოტენციალი გამოვიყენოთ, რომლებიც ჩვენს რიგებში ირიცხებიან, სატრანსფერო ფანჯარას კი ყურადღებით ვაკრივდებით და ვნახოთ.

„ჩემი სიტყვები დიბალას კონტრაქტთან დაკავშირებით (იხილეთ აქ) ? მე უბრალოდ ვთქვი რასაც ვფიქრობ და ეს მხოლოდ დიბალას არ ეხება, მე ძლიერ ხასიათს და ბრძოლის სურვილს იუვენტუსის თითოეული წევრისგან ველოდები.

„ფეხბურთელი, რომელიც იუვენტუსის ათიანს ატარებს, მას უფრო მეტი მოვალეობები აქვს.“