Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არივაბენე:“ დიბალას კონტრაქტი ? ყველამ უნდა დაამტკიცოს, რომ დარჩენის ღირსია“

იუვენტუსის გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ რომასთან მატჩის წინ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის გუნდებს შორის, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან, ამიტომ ჩვენ ქულების განიავებას არ ვაპირებთ და აქ მოსაგებად ჩამოვედით.

„ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიკაცია ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიზანია, ამისთვის კი გუნდმა პირდაპირი კონკურენტების დამარცხება უნდა მოახერხოს.

„სატრანსფერო ფანჯარა ? ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, თუმცა თუ გუნდის გაძლიერების შესაძლებლობა იქნება, მის გამოყენებას აუცილებლად შევეცდებით.

„დიბალას კონტრაქტი ? ჩვენ მოლაპარაკებებს ფეხბურთელებთან თებერვალში გავაგრძელებთ. თითოეულმა მათგანმა უნდა დაამტკიცოს, რომ იმ პირობებს იმსახურებს, რასაც ითხოვს. პაულო შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც ძალიან მოტივირებული გახლავთ.“