Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არივაბენე:“ იუვენტუსი კაპიტალის ზრდას ტრანსფერებისთვის არ გამოიყენებს“

იუვენტუსის გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ ბოლონიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„რას ველოდები იუვენტუსისგან ? მე ფეხბურთელებისგან ცოტა სიცილი, ცოტა სიტყვები და ძალიან დიდი კონცენტრაცია დავინახე. ჩვენ ვიცით, რომ რომამ გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში გადაგვასწრო, თუმცა ჩვენ სხვა გუნდებს არ ვუყურებთ და მოედანზე ყოველთვის გამარჯვებისთვის გავდივართ.

„ვაპირებთ თუ არა სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას მას შემდეგ, რაც გუნდმა კაპიტალის ზრდა დაადასტურა ? კაპიტალის ზრდა იმის მანიშნებელია, რომ აქციონერები ჩვენ გვენდობიან. მიღებულ ფულს იუვენტუსი სტაბილურობის დასაბრუნებლად და სიტუაციის გასაუმჯობესებლად გამოიყენებს, რომელიც პანდემიის გამო არც თუ ისე სახარბიელო იყო. ეს თანხა ტრანსფერებს არ მოხმარდება, თუმცა ჩვენ გუნდის გაძლიერებაზე უარს არასოდეს ვიტყვით, თუ ამის შესაბამისი შესაძლებლობა გამოჩნდება.

„ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ვინმეს გასაფორმებლად ფეხბურთელის გაყიდვა დაგვჭირდება ? ეს სავალდებულო არ არის, ჩვენ დეკემბრის ბოლოს გუნდის ფინანსურ სიტუაციას გადავხედავთ და იანვარში ამის მიხედვით ვიმოქმედებთ.“