Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არივაბენე:“ იუვენტუსი მინდორზე ყოველგვარი შიშის გარეშე უნდა გავიდეს“

იუვენტუსის გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ ჩლესისთან მატჩის წინ Sky Sport-თან კომენტარი გააკეთა.

„ჩვენი დღევანდელი მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, მაგრამ ამან ჩვენ იდენტობა, მონდომება და კონცენტრაცია არ უნდა დაგვაკარგვინოს. იუვენტუსი მოედანზე ყოველგვარი შიშის გარეშე უნდა გავიდეს, როგორც დიდ გუნდს ეკადრება.

„ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე ? იუვენტუსის მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა, ჩვენ ჩვენს თავს ლიმიტს არ ვუწესებთ და ერთადერთი შედეგი, რომელიც დაგვაკმაყოფილებს, მხოლოდ გამარჯვებაა.

„სუპერ ლიგა ? ეს არის საკითხი, რომელზეც გუნდის პრეზიდენტი მუშაობს, მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც კითხვას გაურბის. სუპერ ლგიის გუნდები ყოველთვის მზად იყვნენ დიალოგისთვის და ასე გაგრძელდება. იმედი გვაქვს, რომ ადრე თუ გვიან ვიპოვნით ისეთ გამოსავალს, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს.“