Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არივაბენე იუვენტუსს უახლოვდება

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის რომეო აგრესტის თქმით, მაურიციო არივაბენეს იუვენტუსში ოფიციალური დაბრუნება უახლოეს დღეებში დადასტურდება.

წყაროს ცნობით, გუშინ ფერარის ყოფილ გენერალურ დირექტორსა და პაველ ნედვედს შორის ტურინში ვახშამი გაიმართა, სადაც მხარეები საბოლოო დეტალებზე შეთანხმდნენ.

არივაბენე, რომელიც წლების განმავლობაში იუვენტუსის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, გუნდიდს გენერალური დირექტორი გახდება. აღნიშნული პოზიცია 2018 წლიდან, ტურინიდან ბეპე მაროტას წასვლის შემდეგ ვაკანტურია.