არნაუტოვიჩმა ბოლონიას იუვენტუსში გაშვება სთხოვა
იუვენტუსი ბოლონიადან მარკო არნაუტოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს, რომელსაც ბიანკონერი ვიცე-ვლაჰოვიჩის ამპლუისთვის იდეალურ კანდიდატურად მოიაზრებს და იტალიური წყაროების ცნობით, ფეხბურთელმა იუვენტუსში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა.
La Repubblica-ს ინფორმაციით, 33 წლის ფორვარდს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და ბოლონიას ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, რომ ის კარიერის გაგრძელებას ბიანკონერის რიგებში ისურვებდა.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლონია მის სანაცვლოდ 15-16 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც ტურინული გრანდის ხელმძღვანელობას არ სურს, თუმცა ბიანკონერიმ როსობლუს მოთხოვნილი თანხა შესაძლოა მათ რიგებში იჯარის წესით ანდრეა კამბიაზოს გაგზავნით შეძლოს, რომელმაც იუვეში სამედიცინო შემოწმება დღეს გაიარა და უახლოეს საათებში ბიანკოენრი ოფიციალურად გახდება.