Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალის და ტოტენჰემის შემდეგ, კესის გაფორმება ჩელსისაც სურს

სანამ მილანი ფრანკ კესის კონტრაქტზე მუშაობას განაგრძობს, კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის გაფორმების სურვილი კიდევ ერთმა ინგლისურმა გრანდმა – ჩელსიმ გამოთქვა.

კესის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მას მილანში დარჩენა სურს, თუმცა ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ სეზონში 6 მილიონ ევროს ითხოვს, როსონერი კი ჯერჯერობით 3.8 მილიონს სთავაზობს.

PianetaMilan-ის ინფორმაციით, ჩელსი კესის კანტეს იდეალურ შემცვლელად მიიჩნევს და მზად არის ფეხბურთელს სეზონში 8 მილიონი შესთავაზოს.

კესის პრიორიტეტი მილანში დარჩებაა და ჯერჯერობით ის მოლაპარაკებებს არც ერთ დაინტერესებულ მხარესთან არ აწარმოებს, მაგრამ თუ როსონერის მისი შენარჩუნება სურს, კესისთან მიმართებაში გამონაკლისის დაშვება და სახელფასო ჭერის დავიწყება მოუწევს.