Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალის კოლოსალური წინადადება ვლაჰოვიჩს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, არსენალი დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და ფეხბურთელის დარწმუნებას მაღალი ხელფასით ცდილობს.

ვლაჰოვიჩმა არსენალში ტრანსფერზე ერთხელ უარი უვკე თქვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც იებმა ფიორენტინასთან სატრანსფერო ღირებულებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, ინგლისელებმა სერბი ფორვარდის წარმომადგენლებთან კონტაქტი განაახლა.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, არსენალი მზად არის 21 წლის ფეხბურთელს, რომელმაც მიმდინარე სეზონში უკვე 16 გოლის გატანა მოახერხა, მას 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და გასამრჯელოს სახით სეზონში 17 მილიონი ევრო გადაუხადოს…