Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალის პირველი წინადადება კულუშევსკის სანაცვლოდ…

იტალიური მედიის ინფორმაციით, არსენალმა იუვენტუსს შვედი ვინგერის დეიან კულუშევსკის სანაცვლოდ პირველი წინადადებით მიამრთა.

La Repubblica-ს მტკიცებით, მეთოფეები მზად არიან კულუშევსკის ტრანსფერისთვის ბიანკონერის 30 მილიონი ევრო გადაუხადონ, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი ევრო დაემატება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი, რომელიც თავიდან კულუშევსკის სანაცვლოდ სწორედ 35 მილიონს ითხოვდა, ფეხბურთელის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო უკვე 40 მილიონის გამომუშავებას გეგმავს და იმედი აქვს, რომ ტოტენჰემთან კონკურენციის გამო მეთოფეები წინადადებას უახლოეს პერიოდში გაზრდიან…