Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალის უარი ინტერს…

ნერაძური აშრაფ ჰაკიმის შემცვლელის ძიებას განაგრძობს და ინტერის მთავარი სამიზნე არსენალის ჰექტორ ბელერინია, მაგრამ გუნდებს შორის ტრანსფერის ფორმულაზე შეთანხმება ვერ ხერხდება.

ბენეამატას 26 წლის ფეხბურთელის დამატება იჯარით სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, მეთოფეებს კი მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 20 მილიონის მიღება ახლავე უნდათ და იჯარაზე ინეტს უარი განუცხადეს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინტერმა ბელერინისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმა და იმედი აქვს, რომ ფეხბურთელის სურვილი არსენალს ადრე თუ გვიან აზრს შეაცვლევინებს და ის ადრე თუ გვიან ინტერის ფეხბურთელი გახდება.