Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალის უარი ინტერს…

როგორც უკვე მოგახსენეთ, აშრაფ ჰაკიმი რამდენიმე საათის წინ პარიზში ჩაფრინდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პარიზელებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, ბენეამატა კი მისი შემცვლელის ძიებას განაგრძობს.

ყველაზე ხშირად ნახსენები სახელი, რომელსაც ჰაკიმის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებენ, არსენალის ჰექტორ ბელერინი გახლავთ, რომლის წასვლა ინგლისური გუნდიდან ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

Corriere dello Sport-ის ინფორამციით, არსენალს ბელერინის გაყიდვა ახლავე სურს და მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება უნდა, ინტერი კი თავის მხრივ 26 წლის ფეხბურთელის იჯარით აყვანას გეგმავს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

წყაროს ცნობით, ჯერჯერობით ბელერინის მიმართ ინტერესი მხოლოდ ინტერმა გამოთქვა, რაც ნერაძურის წისქვილზე ასხავს წყალს და საბოლოოდ შესაძლოა არსენალმა მისი იჯარით გაშვებაზე თანხმობა განაცხადა.