Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალის ქომაგები გუნდში კონტეს მიყვანას ითხოვენ

ინტერიდან წასვლის შემდეგ ანტონიო კონტე უმუშევარია დარჩენილი, თუმცა ძალიან მალე სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს.

არსენალმა პრემიერ ლიგის მე-3 ტურში მე-3 მარცხი იწვნია. მეთოფეები ამჯერად მანჩესტერ სიტისთან, 5 – 0 განადგურდნენ და არსენალის ქომაგები მაიკ არტეტას ნაცვლად ანტონიო კონტეს დანიშვნას მოითხოვენ.

არსენალმა, რომელმაც მიმდიანრე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი – 147 მილიონი ევრო დახარჯა, სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-20 პოზიციაზე იმყოფება.

ანტონიო კონტემ პრემიერ ლიგაში დაბრუნების სურვილი არაერთხელ გამოთქვა, თუმცა მოისურვებს თუ არა იმ გუნდში მისვლას, რომელსაც 3 ტურში 1 გოლიც კი არ აქვს გატანილი, რთული სათქმელია…