Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალის შემდეგ, რაბიო ტოტენჰემსაც მოუნდა…

გუშინ მოგახსენეთ, რომ არსენალი იუვენტუსის ფრანგი ნახევარმცველის ადრიენ რაბიოს ტრანსფერით ინტერესდებოდა, მაგრამ Tuttosport-ის ინფორმაციით, მეთოფეები ინგლისში მისი გაფორმებით დაინტერესებული ერთადერთი გუნდი არ არის.

წყაროს ცნობით, 26 წლის ნახევარმცველის ტრანსფერს ტოტენჰემიც აქტიურად განიხილავს და რაბიოს ლონდონში ხილვა პირადად გუნდის სპორტულ დირექტორს ფაბიო პარატიჩის სურს.

თუმცა არაერთი წყაროს ინფორმაციით, მაქს ალეგრის მოთხოვნით იუვე რაბიოს გაყიდვას არ აპირებს და როგორც ჩანს, ადრიენი მომდევნო სეზონში იუვეს რიგებში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.