Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალი არტურის ტრანსფერზე გააქტიურადა

ბოლო საათებში იტალიურ და ბრიტანულ მედიაში არსენალის გააქტიურებაზე იუვენტუსის ნახევარმცველის არტურის მიმართ არაერთმა გავლენიანმა წყარომ ისაუბრა.

Goal-ის ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ინფორმაციით, არსენალმა ბიანკონერის პირველი წინადადებით უკვე მიმართა.

წყაროს ცნობით, მეთოფეები მზად არიან არტური 6-თვიანი იჯარით გაიფორმონ, რა დროსაც მის ხელფასს მთლიანად სრულად გადაიხდიან, შემდეგ ბრაზილიელის გამოსყიდვის საშუალება ექნებათ.

იუვენტუსი არტურის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა პირველ რიგში მისი შემცვლელის გაფორმება სურს და მედიაში ყველაზე ხშირად ლილის ნახევარმცველის რენატუ სანჩესის სახელი ისმის.