Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალი ბელერინის ინტერში გაშვებას დათანხმდა ?

ინგლისური გამოცემების ცნობით, არსენალმა აზრი შეიცვალა და მზად არის ჰექტორ ბელერინი ინტერში იჯარიწ წესით გაუშვას.

ნერაძური ჰაკიმის შემცვლელის ძიებას განაგრძობს და ერთ-ერთი ფავორიტი ვარიანტ ისწორედ ბელერინი გახლავთ, მაგრამ მეთოფეები მისი იჯარის წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა The Sun-ის ცნობით, მსურველების ნაკლებობის გამო არსენალმა აზრი შეიცვალა და ფეხბურთელის იჯარით გაშბების წინააღმდეგი აღარ არის.

წყაროს ინფორმაციით, არსენალი მზად არის ბელერინი ინტერში ხანგრძლივი, 2-3 სეზონიანი იჯარით გაუშვას, თუმცა იმ პირობით, თუ ბენეამატა იჯარის ამოწურვის შემდეგ ფეხბურთელს აუცილებლად გამოისყიდის…