Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალი ბელერინის ინტერში გაშვებას დათანხმდა, თუმცა ერთი პირობით…

ინტერი აშრაფ ჰაკიმის შემცვლელის ძიებას განაგრძობს და ჰექტორ ბელერინის შესახებ ცნობები მედიაში არ წყდება, მაგრამ ბენეამატას ესპანელი ფეხბურთელის გაფორმება იჯარის წესით სურს, რაზეც მეთოფეები თავიდან უარზე იყვნენ.

თუმცა Tuttomercato-ს ცნობით, ინგლისელებმა პოზიცია შეიცვალეს და ბელერინის იჯარით გასხვისების წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ ერთი პირობით: იჯარის დასრულების შემდეგ მისი გამოსყიდვა სავალდებულო უნდა იყოს.

26 წლის ფეხბურთელმა ინტერთან 5-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ის სეზონში ანაზღაურების სახით 3.5 მილიონს მიიღებს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა ნერაძურის ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონის დახარჯვა, რომელსაც არსენალი ითხოვს.