Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალი და ინტერი შეთანხმებასთან ახლოს არიან

იტალიური მედიის ინფორამციით, ინტერმა ბელერინისთან დაკავშირებით არსენაისგან პოზიტიური სიახლე მიიღო.

ინტერისთვის ჰაკიმის პრიორიტეტულ შემცვლელად, რომელიც უკვე ოფიციალურად პსჟ-ს ფეხბურთელია, სწორედ არსენალის 26 წლის ესპანელი ფეხბურთელი მოიაზრებოდა და მეთოფეები მზარ არიან, ფეხბურთელი იჯარის წესით გაუშვან, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ინტერმა ფეხბურთელისგან ტრანსფერზე თანხმობა უკვე მიიღო და ახლა გუნდები ტრანსფერის დეტალებს აგვარებენ. წყაროს ცნობით, ბენეამატას ბელერინის გამოსყიდვა 20 მილიონად შეეძლება, ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი დაემატება.