Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

არსენალი და იუვენტუსი ფეხბურთელების გაცვლას განიხილავენ

იუვენტუსის ინტერესი ალექსანდ ლაკაზეტის მიმართ ახალი არავისთვის არის და როგორც ჩანს,ტრანსფერი საკმაოდ რეალურია.

The Athletic-ის ინფორმაციით,ლონდონელები იუვენტუსის რამდენიმე ფეხბურთელით ინტერესდებიან და ბარტერის წინააღმდეგი არ არიან.

საქმე იუვენტუსის ორ ფეხბურთელს – დუგლას კოშტასა და კრისტიან რომეროს ეხებატ. არსენალი ლაკაზეტის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს ითხოვს,თუმცა არსებული რთული ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე ტრანსფერში ამ ფეხბურთელების ჩართვასაც განიხილავს.

ჯერჯერობით უცნობია,სურს თუ არა ანდრეა პირლოს თავის გუნდში ლაკაზეტის ხილვა. უკვე მოგახსენეთ,რომ მისი ფავორიტი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ალვარო მორატაა.

Leave a Reply

Your email address will not be published.