Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალი და იუვე ფეხბურთელების გაცვლაზე მუშაობას განაგრძობენ

პანდემიის შემდეგ არსებული ფინანსური სირთულეების გამო, სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩვენ უჩვეულოდ ბევრი ბარტერი გველოდება და იტალიური მედიის ინფორმაციით, არსენალი და იუვენტუსი ფეხბურთელების გაცვლაზე სერიოზულად მუშაობენ.

IlBianconero-ს ცნობით, მეთოფეებს გუნდში აარონ რემსის დაბრუნება სურთ, რომელმაც ლონდონი 2019 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და იუვენტუსს შეუერთდა, თუმცა მისი იტალიური კარიერა წარმატებულად არ დაიწყო და უელზელი ნახევარმცველის გუნდიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

წყაროს ცნობით, არსენალი მზად არის რემსის სანაცვლოდ იუვენტუსს 26 წლის მარჯვენა მცველი ჰექტორ ბელერინი შესთავაზოს.