Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

არსენალი და რომა ფეხბურთელების გაცვლას განიხილავენ

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით,არსენალმა და რომამ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.

საქმე ლუკას ტორეირასა და ამადუ დიავარას ეხება.ლუკას ტორეირა,რომელიც არსენალში სამპდორიადან 2018 წელს,30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა,პრემიერ ლიგასთან შეგუებას ვერა და ვერ ახერხებს და სერია ა-ში დაბრუნება სურს.

თავის მხრივ,წარმატებული თამაშით არც დიავარა გამოირჩევა,რომელიც რომამ ნაპოლიდან გასული სეზონის სტარტზე 21 მილიონ ევროდ შეიძინა,თუმცა მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა და ეს გაცვლა ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება როგორც ფინანსური,ასევე ტექნიკური თვალსაზრისით.

Leave a Reply

Your email address will not be published.