Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალი და ჩელსი ჰაკიმის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავენ

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, არსენალი და ჩელსი ინტერის უკანახაზელის აშრაფ ჰაკიმის გაფორმებას შეეცდებიან.

The Telegraph-ის ინფორმაციით, პრემიერ ლიგის გუნდები მოროკოელი ფეხბურთელის სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და იმედი აქვთ, რომ ინტერის ფინანსური სირთულეების გამო ფეხბურთელის გაფორმებას შეძლებენ.

ანტონიო კონტეს გუნდში დარჩენის შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნერაძურიმ ჰაკიმი გაყიდოს, თუმცა იმის გამო, რომ გუნდის მომდევნო მფლობელები Suning-ის პრობლემების გამო უცნობია, გამორიცხული არაფერი არ არის…