Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალი ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას იხდის…

არსენალი ფიორენტინას ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმების იმედს არ კარგავს და მეთოფეებმა ფლორენციელებს კიდევ ერთი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართეს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინგლისელები მზად არიან 21 წლის სერბი ფოვარდის სანაცვლოდ ფიორენტინას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 85 მილიონი ევრო გადაუხადონ.

წყაროს ცნობით, ვლაჰოვიჩს ფიორენტინას დატოვება შუა სეზონში არ სურს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან გუნდი ზაფხულამდე დატოვოს. მისი პრიორიტეტი კვლავ იუვენტუსია, მაგრამ რამდენად მოახერხებს ბიანკონერი ინგლისურ გუნდებთან ფინანსური ომის მოგებას, რთლი სათქმელია.