Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალი იუვენტუსის 2 ფეხბურთელით ინტერესდება

არსენალის ინტერესის შესახებ იუვენტუსის ვინგერის დეიან კულუშევსკის მიმართ უკვე დიდი ხანია იწერება, თუმცა როგორც აღმოჩნდა მეთოფეები ბიანკონერის კიდევ ერთ ფეხბურთელს უმიზნებენ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, არსენალს კულუშევსკის გარდა არტურის გაფორმებაც სურს, თუმცა ბრაზილიელი ნახევარმცველის იჯარით აყვანა უნდა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით და ინგლისელები მზად არიან მისი ხელფასის ნაწილი დაფარონ.

არტური ალეგრის გეგმებში არ შედის და ტურინელები მისი გასხვისების წინააღმდეგები არ არიან, თუმცა რამდენად მოისურვებს იუვე მის გაშვებას აღნიშნული ფორმულით ჯერჯერობუთ უცნობია.