Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალი კორეას ტრანსფერზე აქტიურობს

რამდენიმე იტალიური წყაროს ინფორმაციით, ლონდონის არსენალი ლაციოს შემტევის ხოაკინ კორეას ტრანსფერით ინტერესდება და ბიანკოჩელესტისთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.

26 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ჩატარებულ 38 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა, მისი კონტრაქტი ლაციალესთან 2024 წლის ზაფხულში იწურება.

Il Messaggero-ს, La Repubblica-ს და სხვა რამდენიმე გამოცემის ცნობით, მეთოფეებმა ლაციოს კორეას სანაცვლოდ 20 მილიონი შესთავაზეს, რაზეც სავარაუდოდ უარს მიიღებენ და მათ წინადადების გაზრდა მოუწევთ.