Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალი კულუშევსკის გაფორმებას ზამთარშივე გეგამვს

იტალიური მედიის ინფორმაციით, არსენალი სეზონის ბოლომდე მოცდას არ აპირებს და იუვენტუსის ვინგერის დეიან კულუშევსკის გაფორმებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გეგმავს, რაც მათ სხვა გრანდების მხრიდან კონკურენციას თავიდან აარიდებს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მეთოფეების წარმომადგენლები შვედი ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ და პირადი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყეს.

ტურინელები კულუშევსკის გაყიდვის წინააღმდეგი არ არიან და მის სანაცვლოდ 35 მილიონს ითხოვენ, რომელსაც შემდეგ ვლაჰოვიჩის ტრანსფერს მოახმარენ.