Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალი კულუშევსკის ტრანსფერზე გააქტიურდა

იტალიური წყაროებსი ინფორმაციით, არსენალმა დეიან კულუშევსკის აგენტთან აქტიურ მოლაპარაკებებს შეუდგა და ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის შეთანხმება სურს, რის შემდეგაც მეთოფეები ახალგაზრდა შვედი ფეხბურთელის ტრანსფერზე უშუალოდ იუვენტუსს მიმართავენ.

კულუშევსკის იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის შესახებ სეზონის სტარტიდან მოყოლებული იწერება და როგორც ჩანს, შვედი ტალანტს ტურინული კარიერა დასასრულს უახლოვდება.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი კულუშევსკის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს.